მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰიტლერის განდიდების გამო, ილონ მასკმა კანიე უესტს Twitter-ის ანგარიში დაუბლოკა

6389aff321ff5
გიორგი თოლორდავა
02.12.22 12:26
1347
ამერიკელი რეპერი და დიზაინერი, კანიე უესტი მორიგ სკანდალში გაეხვა, ამჯერად მას უთანხმოება მსოფლიოს უმდიდრეს მეწარმე ილონ მასკთან აქვს.

Twitter-ში ნაცისტური სიმბოლოს, სვასტიკის გავრცელებისა და ადოლფ ჰიტლერის განდიდების გამო, მასკმა უესტის პირადი ანგარიშის განუსაზღვრელი ვადით დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო.

მასკის განმარტებით, უესტის ქცევა სცდება გამოხატვის თავისუფლების საზღვრებს და მილიონიანი აუდიტორიის ძალადობისაკენ მოწოდება დაუშვებელია.

ცნობისთვის, ანგარიშის დაბლოკვამდე მასკმა უესტს პირადად მისწერა და უთხრა, რომ ეს ლიმიტი იყო, მისი საქციელი უკვე სცდებოდა საზღვრებს, რაზეც რეპერმა Twitter-ის მფლობელს უპასუხა - "ამის მსაჯულად შენ ვინ დაგნიშნა?".

უესტის პასუხიდან რამდენიმე წუთში მისი Twitter-ის ანგარიში განუსაზღვრელი ვადით დაიბლოკა.

სვასტიკასთან ერთად, უესტმა დავითის ვარსკვლავიც გამოაქვეყნა, რომელიც ისრაელის ეროვნული სიმბოლოა. უესტის განმარტებით, 2024 წელს საპრეზიდენტო კამპანიაში მისი მთავარი თემატიკა სწორედ ნაციზმი და ანტისემიტიზმი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები