მსოფლიოში ცნობილი იაპონური ავტოკონცერნი Honda ელემენტების მწარმოებელ ჩინურ კომპანია Contemporary Amperex Technology-სთან (CATL) თანამშრომლობას გეგმავს, ამ მიზნით ავტოკონცერნმა ჩინურ კომპანიაში 1%-იანი წილი შეიძინა.
Honda და CATL-ი ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მათი მიზანია განავითარონ ელემენტების ტექნოლოგია და მათი გადამუშავების ბიზნესი.
სავარაუდოდ, Honda და CATL-ი ერთობლივ ელექტროელემენტებს 2022 წლისთვის გამოუშვებენ. ისინი პარტნიორობას გეგმავენ ისეთ ცნობილ ავტომობილების მწარმოებელ კომპანიებთან, როგორიც არის Tesla, Toyota და Volkswagen-ი.
აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ CATL-ი აშენებს ელექტრონული ელემენტების მწარმოებელ ქარხანას გერმანიაში და ასევე აპირებს ჩრდილოეთ აშშ-ის ბაზარზე შესვლას. ამასთანავე, კომპანიას აქვს საწარმო იოკოჰამაში, ტოკიოსთან ახლოს.
ბოლო მონაცემებით, CATL-ის აქციის ღირებულებამ 28.54 აშშ დოლარი შეადგინა.