ჰონგ-კონგი კორონავირუსის წინააღმდეგ 16-დან 30-წლამდე პირების აცრას იწყებს, რეგისტრაცია 23 აპრილიდან იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, 16-დან 30 წლამდე პირები Pfizer-ით აიცრებიან, ხოლო 18 წლიდან ზევით - Sinovac-ით. ამასთან, 18 წლამდე პირებს მშობლების თანხმობის სპეციალური ფორმის წარდგენა მოუწევთ.
აღსანიშნავია, რომ 16-დან 30-წლამდე პირები ქალაქის მოსახლეობის 88%-ს შეადგენს, რაც დაახლოებით 1.08 მილიონ ადამიანია.
ბოლო მონაცემებით, ჰონგ-კონგში 317,700 ადამიანი კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინის ორივე დოზით უკვე აიცრა.