მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჰოსპიტალურ სექტორში მობილიზება გრძელდება“ - თამარ გაბუნია

611f7c3c01766
მარიამ ადამია
20.08.21 14:04
656
„დღემდე მიმდინარეობს ჰოსპიტალური სექტორის დამატებითი მობილიზება“ - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, იმის შესახებ ხომ არ ნიშნავს საველე ჰოსპიტალის ამოქმედება იმას, რომ ქვეყანაში ჰოსპიტალურ სექტორში რესურსი გამოილია.

თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ უწყებისთვის და პაციენტებისთვისაც უფრო კომფორტული და მოხერხეული იქნება თუ საველე ჰოსპიტალი მინიმალურად დაიტვირთება. მისი თქმით, ეს ორი პარალელური მიმდინარე პროცესია, რაც პაციენტის ნაკადების მართვას გულისხმობს.

„კლინიკების ნაწილი ემზადება, რომ დამატებითი საწოლების მობილიზება მოახდინოს, ეს არის პარალელური პროცესი. ძალიან რთულია ერთი გამყოფი ხაზის გავლება და იმის თქმა, რომ ჰოსპიტალური სექტორის რესურსი დამთავდრა და უნდა გადავიდეთ საველე ჰოსპიტალზე. გუშინ დადგა მომენტი, როდესაც სწრაფი რეაგირება იყო აუცილებელი. პაციენტების ბინაზე დატოვებას ჯობდა და მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ სამედიციონო ყურადღება ჰქონოდათ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დანარჩენი ჰოსპიტლის კარები დაიხურა, პირიქით გრძელდება მათი მობილიზება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები