მსოფლიოში ცნობილმა ბანკმა დღეს განაცხადა, რომ 35,000 სამუშაო ადგილს შეამცირებს. ბანკმა სამუშაო ადგილების შემცირება მას შედეგ გადაწყვიტა, რაც 2019 წელს ბანკის შემოსავლებმა 33%-ით იკლო მსოფლიოს მასშტაბით. ამის შესახებ CNN-ი წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბაკის თანამშრომელთა რაოდენობა 230,000-იდან 200,000-მდე შემცირდება მომავალი სამი წლის განმავლობაში.
ბანკის აღნიშნული გადაწყვეტილება გლობალურ მუშახელის 15%-ით შეამცირებასაც გულისხმობს. HSBC-ის გეგმა ასევე ითვალისწინებს 2022 წლის ბოლოსთვის, ბანკის ხარჯების 4,5 მილიარდი დოლარით შემცირებას.
ბანკი თანხების დაზოგვის მიზნით ასევე გეგმავს განყოფილებების გაერთიანებას მსოფლიოს მასშტაბით. HSBC-ი აშშ-ში ფილიალების რაოდენობას 1/3-ით შეამცირებს.
აღსანშნავია, რომ ლონდონი ისევ HSBC-ის ჰაბად დარჩება, ხოლო ბანკი ფოკუსირებას გააკეთებს აზიურ და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე, რადგან ბანკმა გადაწყვიტა პოზიციების გამყარება განვითარებად ბაზრებზე.