მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

HSBC-ი მიმდინარე წელს 82 ფილიალს დახურავს

60097af555e27
ნათია თაქთაქიშვილი
21.01.21 19:23
654
დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი ბანკი HSBC-ი მიმდინარე წელს 82 ფილიალს დახურავს. ფილიალების დახურვის მიზეზად კომპანიის სტრატეგია სახელდება, რომელიც ციფრულ მომსახურებაზე გადასვლას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, როგორც HSBC-ის მენეჯმენტი აცხადებს, ბანკის ფილიალების დახურვას თანამშრომლების სამსახურიდან განთავისუფლება არ მოჰყვება და მათი განცხადებით, ისინი სხვა ობიექტებში გადანაწილდებიან.

„კორონავირუსის პანდემიამ გვაჩვენა, თუ რამდენად საჭიროა ცვლილებები, რადგან პანდემიამ მომხმარებების ქცევის მანერა რადიკალურად შეცვალა. სწორედ ჩვენი ახალი სტრატეგიით არის გამოწვეული ფილიალების დახურვა“, -განაცხადა HSBC-ის ფილიალების ქსელის ხელმძღვანელმა ჯეკი უიმ.

BBC-ი წერს, რომ 82 ფილიალის დახურვის შემდეგ ბანკი გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით 511 ფილიალით იქნება წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები