მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

HSBC ორ ქვეყანას ასახელებს, რომელთაც პანდემია ეფექტურად მართეს

5feddc3d56baa
თამთა ჯიჯავაძე
01.01.21 23:50
6810
HSBC ორ ქვეყანას ასახელებს, რომლებმაც ეფექტურად მართეს პანდემია. ესენია სინგაპური და ვიეტნამი. როგორც HSBC Global Research-ის ეკონომისტები აცხადებენ, სწორედ ამ ორმა ქვეყანამ შეძლო წარმატებით გამკლავებოდა კორონავირუსის პანდემიას 2020 წელს. მოსალოდნელია, რომ ისინი მომავალ წელსაც შეინარჩუნებენ კონტროლს ვირუსზე.

"სინგაპურმა, რომელმაც წინა ეპიდემიები კარგად მართა, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნები ამკაცრებდნენ შეზღუდვებს, ეს ქვეყანა საპირისპირო ზომებს იღებდა“, - ამის შესახებ განაცხადა ASEAN-ის მთავარმა ეკონომისტმა CNBC-ის ეთერში.

ცნობისთვის, სინგაპური ამ კვირაში ეკონომიკის გახსნის მესამე ფაზაში გადავიდა, ახლა უკვე ამ ქალაქ-სახელმწიფოში რვა ადამიანის შეკრება ნებადართულია. ამასთან, მოსალოდნელია, რომ ტურისტული ობიექტების დატვირთვა გაიზრდება 50-65%-ით, მას შემდეგ რაც მათ ფუნქციონირების უფლება მიეცემათ.

ეკონომისტების თქმით, სინგაპურს, ასევე, ვაქცინაციის ეფექტური სტრატეგია აქვს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ლი სიან ლუნმა განაცხადა, 2021 წლის მესამე კვარტლისთვის სინგაპურის მთლიანი მოსახლეობისთვის საკმარისი რაოდენობის ვაქცინა იქნება. ამასთან, სინგაპური იყო პირველი ქვეყანა აზიაში, რომელმაც Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის პირველი პარტია მიიღო.

გარდა ამისა, HSBC-ის ეკონომისტები აღიარებენ ვიეტნამის წარმატებას ვირუსთან ბრძოლაში. მათი თქმით, პანდემიის კარგად მართვამ ამ ქვეყანას მისცა შესაძლებლობა შეენარჩუნებინა რეპუტაცია, როგორც ძალიან კარგი მიმართულება პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის. ვიეტნამს საერთაშორისო კომპანიები ჩინეთის ალტერნატივად მიიჩნევენ წარმოების თვალსაზრისით.

"ჩვენ ვნახეთ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ვიეტნამში ძალიან სტაბილური იყო“, - განაცხადა HSBC-ის ეკონომისტმა ჯოზეფ ინკალკატერამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები