როგორც წყარომ გამოცემას განუცხადა, თანამშრომლების შემცირების შედეგად, კომპანია მნიშვნელოვან თანხას დაზოგავს.
აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე თვის წინ, HSBC-მ Brexit-ის, სავაჭრო კონფლიქტისა და ფინანსური კრიზისის გამო 4,700 ადამიანის გათავისუფლება დაანონსა. 2019 წლის მონაცემებით, ბრიტანული ბანკის ოფისებში მსოფლიოს მასშტაბით 237.685 ადამიანია დასაქმებული.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის დასაწყისში, თანამშრომლების შემცირება Deutsche Bank-მაც დაანონსა. გერმანული ბანკი წლის ბოლომდე 18000 სამუშაო ადგილების შეზღუდვას გეგმავს.