მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰუალინგის ქუთაისის თიზ-ში გადამუშავებული პლასტმასი ექსპორტზე გავა, - სოსო ნიბლაძე

5e4e8cfcd62ea
ვიქტორია მღებრიშვილი
21.02.20 09:45
1758
ჰუალინგის ქუთაისის თიზ-ში მეორადი პლასტმასის გადამუშავების შედეგად მიღებული გრანულები ექსპორტზე გავა, - ამის შესახებ BM.GE-ის ჰუალინგის ქუთაისის თიზ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო ნიბლაძემ განუცხადა.

როგორც ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, უცხოელი ინვესტორი და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ადმინსტრაცია საწარმოსთვის აუციელებელი ინფრასტრუქტურის მოწყობას ერთობლივად უზრუნველყოფენ.

"კომპანია "გრინ პიკი" 3.8 მლნ დოლარის ინვესტიციით, ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ქუთაისში, პლასტმასის გადამამუშავებელი 2 საწარმოს მშენებლობას ახორციელებს, რომელიც დასკვნით ფაზაში გადავიდა. საწარმოები 4 000 მ2 ფართობზე იქნება განთავსებული.

კომპანიამ ძირითადი მოსამზადებელი სამუშაოები გაიარა, შენობის მშენებლობა სრულდება. ამასთან, ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, გარემოსდაცვითი პროცედურები დასრულების ეტაპზეა და ველით, რომ პროექტი 3-დან 5-თვემდე ვადაში ამოქმედდება", - უთხრა BM.GE-ის სოსო ნიბლაძემ.

მისივე ინფორმაციით, საწარმოები 270 ადამიანის დასაქმებას შეძლებენ და საწარმოში გადამუშავებული მეორადი პლასტმასისგან დამზადებული გრანულები ექპორტზე გავა.

"ქარხნებში წარმოებული პლასტმასის გრანულები ძირითადად საექსპორტო დანიშნულებისაა. სად ექსპორტირდება ქუთაისის თიზ-ში წარმოებული პლასტმასის გრანულები, ამ კითხვაზე ჯერ ვერ გიპასუხებთ.

პირველ ეტაპზე, კომპანიები პლასტმასის საწარმოებლად საჭირო ნედლეულის უცხოეთიდან იმპორტს განახორციელებენ. მეორე ეტაპი მიზნად ისახავს ადგილობრივი პლასტმასის ნარჩენების შეგროვებას და იმპორტის ქართულ ბაზარზე არსებული ნედლეულით სრულად ჩანაცვლებას", - განაცხადა ჰუალინგის ქუთაისის თიზ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და დასძინა, რომ პლასტმასის გრანულები სხვადასხვა ინდუსტრიაში გამოიყენება, როგორიც არის სამშენებლო სფერო, სათამაშოების წარმოება და ა.შ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები