მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰუალინგის თიზ-ში მოქმედი Georgia Wood-ი წარმოებას აფართოებს - ინვესტიცია $6 მილიონია

5f846c806f050
ვიქტორია მღებრიშვილი
12.10.20 19:05
1649
კანადური ინვესტიციით კომპანია Georgia Wood-ი ჰუალინგის თიზ-ში ავეჯის მწარმოებელ ქარხანას გააფართოებს. როგორც BM.GE-ის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან აცნობეს, ავეჯის წარმოება თიზ-ში 2019 წლიდან მოქმედებს და პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში 50-მდე ადამიანი დასაქმდა.

მათივე ინფორმაციით, პროექტის გაფართოების მეორე ფაზაში კომპანია 600 სამუშაო ადგილის შექნას გეგმავს და ჯამში, ავეჯის წარმოების სრული მოცულობით ამოქმედებაზე 6 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

ჰუალინგის თიზ-ში პროექტის დასრულების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ და ამბობენ, რომ ეს პანდემიიდან გამომდინარე არსებულ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ამასთან, BM.GE-ის თიზ-ში უთხრეს, რომ ნატურალური ხისგან დამზადებული პრემიუმ კლასის ავეჯი ექსპორტზე ევროპასა და აშშ გავა.

მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე მოქმედი ავეჯის მწარმოებელი მეორე კომპანია - Georgia Huashun-ი დღეისთვის 150 - მდე ადგილობრივს ასაქმებს. ამ დროისთვის მათ ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელეს, როგორიცაა : Hotels & preference hualing Tbilisi, Iota Garden, Hotel River Side Tbilisi, Hotel Gudauri inn, Hotel Borjomi Palace. პროდუქციის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია - ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და ჩინეთი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები