ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Huawei-ს ფინანსური დირექტორი, მენ ვანჩჟოუ, რომელიც 2018 წლიდან კანადაში პატიმრობაში იმყოფებოდა, გაათავისუფლეს. მან კანადა უკვე დატოვა.
CNN-ის ცნობით, მენ ვანჩჟოუსა და აშშ-ის პროკურატურას შორის გარიგება შედგა.
შეგახსენებთ, რომ Huawei-ს ფინანსური დირექტორი ვანკუვერში, სწორედ აშშ-ის მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე დაახლოებით სამი წლის წინ დააკავეს. ვაშინგტონი მას თაღლითობაში ადანაშაულებდა და მის ექსტრადირებას ითხოვდა. აღნიშნულმა საქმემ, აშშ-ისა და ჩინეთს, ასევე კანადასა და ჩინეთს შორის ურთიერთობა დაძაბა.
მენ ვანჩჟოუ Huawei-ს დამფუძნებლის, ჟენ ჩჟენფეის შვილია.