მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელებისთვის

BM.GE
06.04.22 12:33
593
თვეზე მეტი გავიდა, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. ომმა უკვე გაანადგურა არაერთი ქალაქი, შეიწირა მშვიდობიანი მოქალაქეები, მილიონობით უკრაინელი კი ლტოლვილად აქცია. ომის დაწყებიდან მეორე თვის ათვლა დაიწყო და ამასობაში სასურსათო მარაგებიც იწურება… 

საქართველომ უკრაინაში 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გაგზავნა, თუმცა ეს არ არის საკმარისი… საქართველოდან თავისი სურვილით არაერთი ბიზნესია ჩართული, რომლებიც საკუთარი სახსრებით და ფინანსებით აგროვებენ პროდუქტებს უკრაინელი სამხედროების დასახმარებლად. ერთ-ერთი საინიციატივო ჯგუფი უკვე შექმნილია, მათი მხრიდან ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გაიგზავნა და ახლა მეორე გზავნილი უნდა გაკეთდეს, რომელსაც ჩურჩხელების პროექტი ქვია. ამ პროექტში, როგორც ცალკეული ბიზნესები, ასევე საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები და მსხვილი კომპანიები არიან ჩართულები. 

სტუმრები: მერაბ ლომინაძე - საინიციატივი ჯგუფის წევრი;
გვანცა დობორჯგინიძე - კომპანია, “lesco”

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები