2022 წლის პირველ კვარტალში გაცემული სამშენებლო ნებართვები წლიურად 15.4%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-მარტში გაცემულია 2 229 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.4%-ით მეტი) 1 516.5 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 53% პროცენტი თბილისზე, 11% - მცხეთა-მთიანეთზე, 7.4თ- იმერეთზე, ხოლო 7.1% - ქვემო ქართლზე მოდის.
იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის.
საქსტატის თანახმად, იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 545.9 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 59.7% მეტი) 552 ობიექტი.