სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-აპრილში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სატვირთო ავიაკომპანიების მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა შემცირდა.
როგორც სააგენტოში BMG-ის უთხრეს, მიმდინარე წლის ოთხ თვეში სატვირთო ავიაკომპანიებმა, ჯამში, 4 114.793 ტონა ტვირთი გადაზიდეს, გასული წელს ტვირთის მოცულობა კი 5 496.103 ტონა იყო. შესაბამისად, კლებამ 33% შეადგინა.
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში გადაზიდული ტვირთის მოცულობით შემდეგი ავიაკომპანიები ლიდერობენ:
Turkish Airlines - 1300.325 ტონა;
Cargolux Airlines - 736.135 ტონა;
Flypro - 688.253 ტონა;
Georgian Airways - 317.702 ტონა;
Georgian Airlines - 309.684 ტონა;
მიმდინარე აპრილის მდგომარეობით, სატვირთო გადაზიდვებს ახორციელებენ ავიაკომპანიები: CARGOLUX AIRLINES; FLYPRO; FLEET AIR INTERNATIONAL; GEO SKY; GEORGIAN AIRLINES; MNG AIRLINES; MYWAY AIRLINES; SWIFT AIR; TURKISH A/W.