2022 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 90,8 ათასი ტონა, რაც 1,7 ათასი ტონით ანუ 1,8%-ით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (92,5 ათასი ტონა) შედარებით. ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი იტყობინება.
მათივე ცნობით, მიმდინარე წლის პირველი 10 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან - 49,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 54,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ერაყი - 19,6 ათასი ტონა (21,6%); თურქეთი - 16,1 ათასი ტონა (17,7%); თურქმენეთი - 3,3 ათასი ტონა (3,6%); რუსეთი - 2,5 ათასი ტონა (2,8%);
2022 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 33,4 ათასი ტონა, რაც 1,9 ათასი ტონით ანუ 6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (31,5 ათასი ტონა) შედარებით.
მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,4% (33,2 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.