მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ-თებერვალში საქართველოში რუსული ზეთის იმპორტი გაორმაგდა

64351e1a46243
ვიქტორია მღებრიშვილი
11.04.23 21:00
1127
საქართველომ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 4.5 მლნ დოლარის ღირებულების 3 353 ტონა ზეთი შეიძინა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წლის პირველ ორ თვეში ზეთის იმპორტის ღირებულება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 51.2%-ით, ხოლო მოცულობა 75.1%-ით აღემატება.

ამ პერიოდის განმავლობაში ზეთის იმპორტი 7 ქვეყნიდან ხდებოდა, თუმცა ძირითადი საიმპორტო ბაზარი რუსეთი იყო. მთლიან იმპორტში რუსული ზეთს 92.7%-იანი წილი უკავია. ამ მიმართულებიდან საქონლის იმპორტი 2 თვეში გაორმაგებულია.

ზეთის იმპორტის ღირებულების მიხედვით საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი ასეთია:

1. რუსეთი - 4.1 მლნ დოლარი, 3 151 ტონა;
2. უკრაინა - 187 ათასი დოლარი, 118 ტონა;
3. ბელარუსი - 74 ათასი დოლარი, 50 ტონა;
4. აზერბაიჯანი - 40 ათასი დოლარი, 22 ტონა;
5. თურქეთი - 12 ათასი დოლარი, 7 ტონა;
6. იტალია - 4 მლნ დოლარი, 2 ტონა;
7. საფრანგეთი - 4 ათასი დოლარი;

ცნობისთვის, რუსეთში მზესუმზირის ზეთის ქვეყნის გარეთ რეალიზებისას საექსპორტო ბაჟი მოქმედებს, რომელიც აპრილში 32.6%-ით შემცირდა და 1 ტონაზე 1 3 98.9 რუბლით განისაზღვრა, ნაცვლად მარტში არსებული 2 068.1 რუბლისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები