"საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 9.4 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.9 პროცენტია.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში,"- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.
იანვრის მდგომარეობით საბანკო სისტემაში არსებული დეპოზიტების მოცულობამ 43.64 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 648.73 მლნ ლარით, ანუ 1.46%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.44%-ით ნაკლები).
სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, იანვრის მდგომარეობით საბანკო სისტემაში არსებული კრედიტების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 317.70 მლნ ლარით (0.71%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.08%-ით შემცირდა) და იანვრის ბოლოს 44.47 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 189.93 მლნ ლარით (0.77%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 127.77 მლნ ლარით (0.63%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.76%-ით).