მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიის ცენტრალურ ბანკს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება

63eb43d90a9aa
გიორგი თოლორდავა
14.02.23 14:33
541
იაპონიის ცენტრალურ ბანკს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება - აპრილიდან ქვეყნის მთავარ ფინანსურ ორგანოს 71 წლის ეკონომისტი, კაზუო უედა გაუძღვება.

მას ეკონომიკის დოქტორის (PhD) ხარისხი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტში, MIT-ში აქვს მიღებული და ის კომიტეტის ერთ-ერთ ყველაზე პრაგმატულ წევრად ითვლება.

იგი მოქმედ პრეზიდენტს, ჰარუჰიკო კუროდას ჩაანაცვლებს, რომელიც იაპონიის ცენტრალურ ბანკს ათი წლის განმავლობაში უძღვებოდა.

ექსპერტების შეფასებით, უედას საკმაოდ მკაცრი ეკონომიკური ხედვები აქვს და არ არის გამორიცხული, რომ მან ცენტრალური ბანკის მონეტარული სტრატეგია კარდინალურად შეცვალოს.

რაც შეეხება უშუალოდ მონეტარულ პოლიტიკას, მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის მიუხედავად, ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკას არ ამკაცრებს და რეფინანსირების განაკვეთს ისევ 0%-იან ნიშნულზე ტოვებს. ეს მიდგომა, შესაძლოა, უედას ხელმძღვანელობის პერიოდში შეიცვალოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები