იაპონურმა კომპანია Mazda-მ რუსეთის ფედერაციაში ავტომობილების წარმოების პროცესის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
Reuters-ის ცნობით, Mazda ვლადივოსტოკში ქარხანას მას შემდეგ გააჩერებს, რაც მარაგები საბოლოოდ ამოიწურება და ახლი ავტომობილების წარმოება შეუძლებელი გახდება.
ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო უმსხვილესმა იაპონურმა ავტომწარმოებელმა Toyota-მაც. კომპანიის განმარტებით, წარმოების შეწყვეტის მიზეზი საერთაშორისო სანქციებია, რის გამოც რუსეთში ავტომობილების ნაწილებისა და დეტალების იმპორტი შეზღუდულია.
გასულ წელს Mazda-მ რუსეთში 30,000 ავტომობილის გაყიდვა შეძლო და ის კომპანიისთვის მნიშვნელოვან სარეალიზაციო ბაზარს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში ავტომობილების წარმოებისა და რეალიზაციის გადაწყვეტილება რამდენიმე წამყვანმა კომპანიამ მიიღო, მათ შორისაა: Mercedes-Benz, BMW, Toyota, Volkswagen, General Motors, Audi, Jaguar, Land-Rover, Chevrolet, Mitsubishi, Volvo, Buick და Cadillac.