„2021 რთული წელი იქნება რითეილ სექტორისთვის. ვფიქრობთ, ობიექტების შემცირებას”,- ამის შესახებ Bm.ge-სთან ICR Group -ის ხელმძღვანელმა კახა ხაზარაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, არსებული სიტუაცია ოპტიმიზმის საშუალებას არ იძლევა და ჯგუფს ობიექტების 50%-მდე შემცირება მოუწევს.
„ძალიან რთულია ამ სიტუაციაში პროგნოზების კეთება, კარგ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ 30%-ით შეიძლება შევამციროთ ობიექტები და ცუდ შემთვევაში 50%-ით. არსებული ეკონომიკური სიტუაცია არ გვაძლევს საშუალებას დადებითი პროგნოზები ვაკეთოთ. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ გადავიტანთ ამ ზამთარს. ნათელი სურათი უფრო მარტისთვის გვექნება”,-ამბობს კახა ხაზარაძე.
„აი სი არ“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის ევროპულ ბრენდებს და კვების ობიექტებს და აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: „ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა“, „სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა“, „ეკკო“, „ჯეოქსი“, „ბატა“, „ბამბინო“, „კორსო იტალია“, „ავ-ლაბი“, „პარფოისი“, „ოკაიდი-ობაიბი“, „ჟაკადი“, „ლაბორატორია ჩემი სახლი“, „ტაბლა სალონი“, „ტაბლა დუქანი“, „კაფე პომოდორისიმო“, „კაფე ლაბორატორია“.