მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

II კვარტალში საქართველოდან ძირითადად თურქეთსა და რუსეთში იმოგზაურეს - გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა

6305e09c55073
ალა ისპირიანი
24.08.22 13:00
643
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში 2022 წლის მეორე კვარტალის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, რომ წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ, საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების მხრიდან 515.2 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.6-ჯერ მეტია.

აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 406.1 ათასი შეადგინა, რაც 3.9-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

სტატისტიკიდან ირკვევა, რომ საქართველოდან ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა (234.7 ათასი) და რუსეთის (45.2 ათასი) ფედერაციაში განხორციელდა.

ქვეყნიდან საზღვარგარეთ გასული პირების პროცენტული რაოდენობა ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

თურქეთი - 55.7%
რუსეთის ფედერაცია - 10.7%
ევროკავშირის ქვეყნები - 12.5%
სომხეთი - 6.8%
აზერბაიჯანი - 1.0%
სხვა - 13.4%

რაც შეეხება ვიზიტების მიზნობრიობას, 2022 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (42.5 პროცენტი) საყიდლების მიზნით განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები