სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოში გამყვანი ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2022 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ, საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 515.2 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.6-ჯერ მეტია.
აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 406.1 ათასი შეადგინა, რაც 3.9-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
რაც შეხება ასაკობრივი კატეგორიებს, გასვლების უდიდესი ნაწილი, 47.3 პროცენტი, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.
ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა (234.7 ათასი) და რუსეთის (45.2 ათასი) ფედერაციაში ფიქსირდება.
რაც შეეხება ვიზიტების მიზნობრიობას, 2022 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (42.5 პროცენტი) საყიდლების მიზნით განხორციელდა.