საქსტატმა საქართველოში 2022 წლის მეორე კვარტალის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. მონაცემებიდან ირკვევა, რომ წლის II კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ მოგზაურობის მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.6-ჯერ გაიზარდა და 515.2 ათასი შეადგინა.
აღნიშნული რაოდენობიდან ყველაზე მეტი ადამიანი თურქეთსა და რუსეთში ფიქსირდება. მათი ვიზიტების უმეტესობა კი საყიდლების მიზნით განხორციელდა.
საქართველოდან საზღვარგარეთ ვიზიტების მიზნობრიობა შემდეგნაირად ნაწილდება:
საყიდლები - 42.5%
პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა - 21.3%
მეგობრების ნათესავების მონახულება - 19.2%
დასვენება, განათლება, რეკრეაცია - 12.6%
მკურნალობა, გაჯანსაღება - 1.6%
სხვა - 2.7%