მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IKEA ბავშვის დაღუპვის გამო მის ოჯახს $46 მილიონს გადაუხდის

5e15820e36571
ნათია თაქთაქიშვილი
08.01.20 11:30
1631
სასამართლო პროცესის ფარგლებში, შვედური ავეჯის მწარმოებელმა კომპანია IKEA-მ შეთანხმებას მიაღწია დაზარალებულ ოჯახთან და მათ $46 მილიონ დოლარს გადაუხდის. საქმე ეხება 2 წლის ბავშვის გარდაცვალებას, რომლის სიკვდილის მიზეზიც IKEA-ს 32-კილოგრამიანი კარადა გახდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბავშვის მშობლებმა კომპანია იმაში დაადანაშაულეს, რომ მათ ავეჯის გადაბრუნების რისკების შესახებ იცოდნენ, მაგრამ მომხმარებლები კარადის კედელზე მიმაგრების აუცილებლობის შესახებ არ გააფრთხილეს.

თავად შვედური კომპანიის ინფორმაციით, 2016 წლის მონაცემებით, აშშ-ში 17 მილიონზე მეტი ასეთი კარადა გაიყიდა. კარადის დაცემის შესახებ კომპანიას 186-ჯერ შეატყობინეს. 91 შემთხვევაში ბავშვები დაშავდნენ, 8 მათგანი დაიღუპა. აშშ-სა და კანადაში აღნიშნული პორდუქტი გაყიდვებიდან ამოიღეს, თუმცა სხვა ქვეყნებში მისი თავისუფალი რეალიზაცია არაფრით იზღუდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები