მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IKEA-მ მთავრობებისგან მიღებული ფინანსური დახმარების დაბრუნება დაიწყო

5ee8d07e1f1fb
ნათია თაქთაქიშვილი
16.06.20 22:20
1418
IKEA-ს მფლობელი Ingka Group-ი აცხადებს, რომ კომპანიამ უკვე დაიწყო მთავრობებისგან მიღებული ფინანსური დახმარების დაბრუნება, რომელიც თანამშრომელთა ხელფასების გადასახდელად გამოიყენა კორონავირუსის გამო გამოცხადებული "ლოქდაუნის" დროს. ამის შესახებ ინფრომაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, კომპანიამ რუმინეთის მთავრობას 200,833 აშშ დოლარი დაუბრუნა, ასევე თანხები დაუბრუნა სერბეთის მთავრობას, ბელგიას, ხორვატიას, ჩეხეთს, ირლანდიას, პორტუგალიას, ესპანეთს და აშშ-ს.

„ჩვენი მთავარი მიზანია ყველას დავუბრუნოთ ის ფინანსური რესურსი, რომელიც მათ ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახადეს "ლოქდაუნის" დროს. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით როგორი იქნება მომავალი, ჩვენ უკვე გვაქვს გამოცდილება რა გავლენა შეიძლება მოახდინოს კრიზისმა ბიზნესზე. ჩვენი აზრით, თანხის უკან დაბრუნება საუკეთესო გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა Ingka Group-ის საცალო გაყიდვების ხელმძღვანელმა ტოლგა ონსუმ.

აღსანიშნავია, რომ IKEA-მ მსოფლიოს მასშტაბით მაღაზიების გახსნა უკვე დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები