მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ikea-ს საფრანგეთის ფილიალს თანამშრომლების თვალთვალში ადანაშაულებენ

6058b0fca067e
ნათია თაქთაქიშვილი
22.03.21 20:45
607
Ikea-ს საფრანგეთის ფილიალს თანამშრომლების და მომხმარებლების თვალთვალში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, Ikea თვალთვალს კერძო დეტექტივების და პოლიციის ოფიცრების საშუალებით ახორციელებდა, რომელშიც უშუალოდ ჩართული იყო კომპანიის მენეჯმენტი, მათ შორის კომპანიის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი შტეფან ვანოვერბერკე.

BBC-ი წერს, რომ სასამართლო პროცესი უახლოეს მომავალში გაიმართება, სადაც გამოიკითხებიან კერძო დეტექტივები და პოლიციის ოფიცირები, რომლებიც კომპანიას ადამიანების შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას აწვდიდნენ.

აღსანიშნავია, რომ Ikea-ს სათაო ოფისმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და აღნიშნულ საკანდალთან დაკავშირებით გაათავისუფლა Ikea-ს საფრანგეთის ფილიალის ოთხი აღმასრულებელი დირექტორი.

გამოცემა წერს, რომ თუ კომპანიას აღნიშნული ბრალდება დაუდასტურდება, მას 4.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები