როგორც Business Insider-ი წერს, ილონ მასკმა საკუთარი Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა, რომ ის 2050 წლისთვის მარსზე გეგმავს ქალაქის გაშენებას 1 მილიონი მაცხოვრებლით. მისი გეგმა „წითელ პლანეტაზე“ სამუშაო ადგილების შექმნასაც ითვალისწინებს.
კომპანია Tesla-ს დამფუძნებელი ამჟამად Dragon Crew-ს აშენებს, რაც მარსის პროექტის მასშტაბური გეგმის ნაწილს წარმოადგენს. ილონ მასკი ვარაუდობს, რომ 2050 წლისთვის დედამიწიდან მარსზე დღეში საშუალოდ სამი ხომალდი იფრენს.
როგორც გამოცემა იუწყება, Dragon Crew-ს ერთდროულად 100 ადამიანის და 100 ტონა ტვირთის გადატანა შეეძლება.
უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის სექტემბერში მასკმა ასევე წარადგინა მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი Starship-ი, რომელიც 100 ადამიანზეა გათვლილი და ისიც მარსზე ფრენებისთვის არის განკუთვნილი. Starship-ის გამოცდა მასკმა მარტის თვისთვის დაანონსა.