ელექტრო მანქანების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი სათაო ქარხნის კალიფორნიიდან ნევადაში ან ტეხასში გადატანით იმუქრება. ამის შესახებ მასკმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მასკის განცხადების მიზეზი, კალიფორნიის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება გახდა, რადგან მათ მასკს ამ ეტაპზე ქარხნის გახსნის უფლება არ მისცეს.
„გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არის ბოლო წვეთი. Tesla აპირებს თავისი სათაო ქარხნის გადატანას ტეხასში ან ნევადაში, სადაც ნაკლებად შემზღუდველი კანონებია და „დარჩით სახლში“ პოლიტიკა უფრო ლმობიერია“, – წერს მასკი.
ავტომწარმოებელი გეგმავდა, რომ მისი თანამშრომლები ქარხანას გასული კვირის პარასკევს დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ კალიფორნიის ჯანდაცვის დეპარტამენტმა მასკი გააფრთხილა, რომ მსგავსი ქმედება ადგილობრივი კანონმდებლობის დარღვევა იქნებოდა.