მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იმ ნიშნულს დავუბრუნდით, სადაც 2019 წელს ტურიზმის სექტორი გაჩერდა“ - "პეგას ტურისტიკ ჯორჯია“

63a81344e04dd
ლიკა გურაბანიძე
25.12.22 19:40
928
ტურისტული კომპანია "პეგას ტურისტიკ ჯორჯია“ 2022 წლის შედეგებით კმაყოფილია. “თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანია წელს იმ ნიშნულს დაუბრუნდა, სადაც 2019 წელს ტურიზმის სექტორი გაჩერდა“, - ამბობს წლის შეჯამებისას "პეგას ტურისტიკ ჯორჯიას" კომერციული დირექტორი სალომე ბერაია.

მისივე შეფასებით, პოსტპანდემიური პერიოდის შემდეგ, წელს ქვეყნიდან სამოგზაუროდ გამსვლელი მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა.

როგორც სალომე ბერაია გვიყვება, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება თურქეთი იყო. “ჩვენი მომხმარებლის 90% თურქეთში ისვენებდა“, - აღნიშნა მან.

გარდა თურქეთისა, "პეგას ტურისტიკ ჯორჯიას" კომერციული დირექტორის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად ეგვიპტესა და საბერძნეთში მიდიოდნენ დასასვენებლად. ასევე, მოთხოვნა იყო იტალიაში მოგზაურობაზე.

“2020-2021 წლებთან შედარებით, წელს ტურისტულ პაკეტებზე როგორც მოთხოვნა, ისე გაყიდვები 40-45%-ითაა გაზრდილი და შედეგად, 2022-მა წელმა ჩვენი კომპანიისთვის ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა”, - განმარტა მან.

სალომე ბერაიას თქმით, ახლა "პეგას ტურისტიკ ჯორჯიაში” ცდილობენ, არსებული მოთხოვნა და დადებითი დინამიკა შეინარჩუნონ და უკვე 2023 წლის ზაფხულისთვის ემზადებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები