უკრაინამ რუსეთის კომპანიებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სანქცები დაუწესდა 13 ფიზიკურ და 28 იურდიულ პირს, რომელთა საშუალებით რუსეთი ინარჩუნებდა კონტროლს უკრაინის მეტალურგიულ კომბინატ „ზაპოროჟსტალზე“.
„დღეს სანქციების დღეა. არის რამდენიმე სასანქციო პაკეტი. ხელი მოვაწერე შესაბამის განკარგულებებს. ვიწყებთ რუსული ნაწილის კონფისკაციის პროცედურას, ის იმუშავებს უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის“, – დაწერა ვოლოდმირ ზელენსკიმ "ტელეგრამზე".