მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმაზე უკეთ განვითარდა ზაფხულის სეზონი, ვიდრე ამის მოლოდინი გვქონდა- „ვოიაჟერ 365“

61233fdfbfaf8
მარიამ ადამია
23.08.21 21:00
790
„კომპანიაში მოგზაურობაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. იმაზე უკეთ განვითარდა ზაფხულის სეზონის სცენარი, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა,“ - ამის შესახებ ტურისტული კომპანია „ვოიაჟერ 365“-ის გენერალური მენეჯერი, გოგა ქუცნიაშვილი BMG-სთან აცხადებს.


„არ გვაქვს მოლოდინი, რომ ქვეყანა ჩაიკეტება, შესაბამისად აქტიურად ველოდებით და ვემზადებით უკვე ზამთრის სეზონისთვის. კვლავინდებურად ვაპირებთ ახალი, საინტერესო და განსხვავებული მიმართულებების შეთავაზებას ჩვენი მომხმარებლებისთვის. რაც შეეხება ფასებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამოგზაურო პაკეტებზე ფასები არ გაზრდილა და მიმდინარე წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ლარის კურსის გამყარების გამო შემცირდა კიდეც“- აღნიშნა ქუცნიაშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მიმართულება თურქეთია. გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთის კურორტებმა წელსაც მოახერხეს და ქართველ დამსვენებლებს საკმაოდ კონკურენტულ ფასად სთავაზობენ ე.წ "ოლ ინქლუზივ" ტიპის პაკეტებს.

„ასევე, აქტიური მიმართულებებია ეგვიპტზე, მონტენეგრო, ხორვატია, ზანზიბარი და სეიშელის კუნძულები. მიუხედავად იმისა, რომ ახლა შედარებით დაბალი სეზონია მალდივის კუნძულებზე, მომხმარებლები მაინც მოგზაურობენ ამ ლოკაციაზეც. ძირითადი მოთხოვნა ამ ეტაპზე უფრო მეტად ინდივიდუალური ტიპის პაკეტებზეა, ხოლო საოჯახო ტიპის პაკეტების წილი არც ისე დიდია,“ - განაცხადა გოგა ქუცნიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები