მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იმედია, მოლდოვიდან ტურისტების რიცხვი გაიზრდება“ - 18 მოლდოველი ტუროპერატორი საქართველოში

639ebad1181d1
BM.GE
18.12.22 11:06
624
ავიაკომპანია “Air Moldova”-სთან თანამშრომლობით, საქართველოს 18 ტუროპერატორი და ავიაკომპანიის წარმომადგენელი ეწვია. ინფოტური საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.

ტურის ფარგლებში მოლდოველი ტუროპერატორები თბილისს, მცხეთას, ბორჯომსა და ბაკურიანს ესტუმრნენ. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები სასტუმროებსა და სამთო კურორტის ინფრასტრუქტურას გაეცნენ.

როგორც bm.ge-ს ადმინისტრაციიდან აცნობეს, ინფოტურის ფარგლებში მოლდოველმა ტუროპერატორებმა ქართველი კოლეგები გაიცნეს. B2B ფორმატის ფარგლებში მოწყობილ შეხვედრაზე ერთობლივი ტურები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრა გაიმართა ტუროპერატორებთან, რომლებიც მოლდოვიდან ჩამოვიდნენ. ეს ტურისტული კომპანიები ძლიერი მოთამაშეები არიან როგორც მოლდოვის, ასევე რუმინეთის ტურისტულ ბაზარზე. ვფიქრობ, ამ შეხვედრას კარგი პერსპექტივა აქვს, ჩვენს პარტნიორებს მაღალი ინტერესი აქვთ საქართველოს მიმართ“, - განაცხადა ტურისტული კომპანია „ლეჯენდ თრეველის“ წარმომადგენელმა იანის ონუფრიადისმა.

„თბილისსა და კიშინეუს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო კვირაში 4 სიხშირით. ჩვენ წარმოვადგენთ ავიაკომპანიას “Air Moldova”და საქართველოში მოლდოვის მთავარ ტუროპერატორებთან ერთად ვიმყოფებით. ჩვენი მიზანია, უფრო მჭიდრო კავშირების დამყარება ტურიზმის სფეროში საქართველოსა და მოლდოვას შორის. იმედი გვაქვს, ამ შეხვედრების შედეგად მოლდოვიდან საქართველოს მიმართულებით ტურისტების რაოდენობა გაიზრდება“, - აცხადებს ავიაკომპანიის “Air Moldova” წარმომადგენელი ნატალია სპესივცევა.

ცნობისთვის: მოლდოვიდან საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი არც ისე მაღალია. ნოემბერში საქართველოში სულ 818 ვიზიტი შედგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები