მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედია, მხოლოდ სატრანზიტო ფუნქცია არ გვექნება და ქართული ელექტროენერგიაც გავა ევროპაში - მირცხულავა

63831d99adb81
მარიამ ვარადაშვილი
27.11.22 13:25
637
ენერგეტიკული კომპანია “ბემონის” მმართველი პარტნიორი გიორგი მირცხულავა მიიჩნევს, რომ ენერგეტიკაში შექმნილი ახალი რეალობა საქართველომ უნდა გამოიყენოს. ამის შესახებ მან გადაცემა "ანალიტიკაში" ისაუბრა. 

რუსეთ-უკრაინის ომს ევროკავშირმა სანქციებით უპასუხა. მათ შორის გაჩერდა ისეთი ენერგოპროექტი, როგორიც Nord Stream 2-ია. თავის მხრივ კრემლმა ევროკავშირის ქვეყნებს გაზის მიწოდება შეუწყვიტა. Gazprom–მა Nord Stream სრულად გააჩერა. შედეგად, ევროპაში რუსული გაზის ყველაზე მსხვილი მომხმარებელი გაზის გარეშე დარჩა. ამ ფონზე, მიმდინარე წლის ივლისში ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გაზის ექსპორტზე შეთანხმება შედგა, რომელიც 2027 წლისთვის ევროკავშირისთვის წლიურად სულ მცირე 20 მილიარდი კუბური მეტის გაზის მიწოდებას ითვალისწინებს. აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტი საქართველოს გავლით უნდა განხორციელდეს. გაზის გარდა, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის ექსპორტიც იგეგმება, რომელიც ასევე საქართველოზე გაივლის.

“ეს ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც ისტორიული მომენტია. ეს ფანჯარა ხშირად არ იღება და ქვეყანამ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს. ჩემი აზრით, გამოიყენებს კიდეც. ევროპაში ვითარება იცვლება და ისეთი ქვეყანა, როგორიც გერმანიაა ახალ რეალობასთან სრულად მორგებას ცდილობს. ენერგეტიკაში დიდ ინვესტიციას დებენ. პრეზიდენტ ალიევის ვიზიტითან დაკავშირებით ვიტყვი - უდავოა, რომ ევროპის ენერგეტიკული გულისცემა საქართველოსა და აზერბაიჯაზე გადის. დიდი იმედი მაქვს, რომ არა მხოლოდ ჩვენს ისტორიულ როლს შევასრულებთ [სატრანზიტო], არამედ ქართული ენერგიაც გავა ევროპის ბაზარზე. ნათელია, რომ რეგიონიდან გაზთან ერთად ელექტროენერგიის ექსპორტიც იგეგმება და შეგვიძლია არა მარტო გამტარის ფუნქცია შევასრულოთ, არამედ წარმატებით განვახორციელოთ უპირველესად ჰიდრო პროექტები. ამით აღარ ვიქნებით მხოლოდ ტრანზიტული ქვეყანა, რაც ძალიან საამაყოა. თუ დავამატებით დიდი პროექტებს საქართველოს მნიშვნელობა მსოფლიოშიც და ევროპაშიც გაიზრდება”, - ამბობს მირცხულავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები