მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იმერეთი აგრო“ ადგილობრივი მეწარმეების მხარდამჭერ პროექტებს განაგრძობს

61fe35813ecb8
ვიქტორია მღებრიშვილი
05.02.22 12:32
1177
თუ გსურთ განავითაროთ საკუთარი მეურნეობა, გაქვთ აგრობიზნესის იდეა და სურვილი აწარმოო ქართული პროდუქტი, მაშინ აუცილებლად უნდა ჩაერთო "იმერეთი აგროს" პროექტში, რომელიც, შენს ბიზნესს რეალობად აქცევს და ფინანსურ მხარდაჭერას გაგიწევს.

ფინანსდება შემდეგი კულტურების გაშენება: ლურჯი მოცვი, მაყვალი, ტყემალი, ქლიავი, ხურმა, ბალი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, ლეღვი, კაკალი, თხილი.

"იმერეთი აგრო" გაძლევთ შესაძლებლობას ჩამოთვლილი კულტურები დაგიფინანსოთ, გააშენოთ ბაღები და სამომავლოდ გახდეთ წარმატებული ფერმერი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებაში საკუთარ წვლილს შეიტანს.

რაც შეეხება პირობებს, პროექტის ფარგლებში საჭირო თანხა საჭირო დროს გაიცემა, მისი დაბრუნება კი მხოლოდ მას შემდეგ მოგიწევთ, როდესაც დაფინანსებული ბიზნესი უკვე მომგებიანი გახდება. „იმერეთი აგრო" გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას ჭიათურაში მაცხოვრებლებს, ახალგაზრდებს, მათ ვისაც უკვე გაქვთ მეურნეობები, ან სურვილი დაბრუნდეთ სოფლად და დაიწყოთ თქვენი ბიზნესი ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით

საწყის ეტაპზე, “იმერეთი აგრო”-ს თანადაფინანსების პროექტი “დანერგე მომავალი”-ს ფარგლებში 2022 წლის საგაზაფხულო პერიოდში ჩართულ ბენეფიციარებზე გავრცელდება – აგრომეურნეობის პირველადი შექმნის ძირითადი კომპონენტებისათვის გათვალისწინებული ხარჯის 100%-მდე დაფინანსების / შევსების მოდულით. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://imeretiagro.ge/registration/

დაფინანსება მოხმარდება როგორც მრავალწლიანი კულტურების ნერგების შეძენას, ასევე თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის, მინერალებს – ნიადაგის გამდიდრებისთვის და შხამქიმიკატებს – შემდგომი მოვლისთვის.

„ჩავანაცვლოთ ძველი ახალი აგროკულტურებით, რომელზეც დიდი მოთხოვნაა როგორც ქართულ, ასევე მსოფლიო ბაზარზე. ჩვენი გამოცდილი აგრონომები დაგეხმარებიან საკუთარი მეურნეობის განვითარებაში, იმისათვის, რომ მოკლე დროში მაქსიამლურ წარმატებას მიაღწიოთ. ამ ყველაფრის მიზანია გავაძლიეროთ სოფლის მეურნეობა და შესაბამისად იმერეთის რეგიონში მცხოვრები ოჯახების სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობა. „ჩვენ ასევე ვუზრუნველყოფთ ბენეფიციარების დასახმარებლად „ანასეულის“ ლაბორატორიის მომსახურებას, რათა ყველა შესაძლებლობა მივცეთ მათ რომ ისარგებლონ იმერეთი აგროს შემოთავაზებით,“ განაცხადა კომპანია "იმერეთი აგროს" მმართველმა მენეჯერმა ცისანა ხარაზიშვილმა. ამ ეტაპზე “იმერეთი აგრო” აფინანსებს პროექტ “დანერგე მომავალის” ბენეფიციარებს, სამომალოდ დაგეგმილია აღნიშნულ პროექტის გაფართოება.

სოფლის მეურნეობის განვითარების საპილოტე პროექტის ფინანსური მხარდამჭერია კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი", რომელიც მუდმივად მოქმედებს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში.

®

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები