საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) 2021 წლის ბოლოსთვის მშპ-სთან მიმართებით საქართველოს მთლიანი ვალის 63.8%-იან მაჩვენებელს პროგნოზირებს, მაშინ როდესაც ქვეყნის ბიუჯეტის მიხედვით, ვალის დონე წელს 60.1%-ზეა განსაზღვრული.
რაც შეეხება მომავალ წლებს, IMF-ის პროგნოზით, 2022-ში საქართველოს ვალის ნიშნული 61.04%-ზე იქნება, 2023 წელს - 59.159%-ზე, 2024 წელს - 57.248%-ზე, 2025 წლისთვის - 55.512%-ს, ხოლო 2026 წლისთვის - 53.978%-ზე.
რაც შეეხება მთავრობის ბიუჯეტში ჩადებულ პროგნოზს, 2022 წელს მთავრობა ვალის 58.6%-იან მაჩვენებელს ელოდება, 2023-ში - 57.8%-იანს, ხოლო 2024-ში - 57.6%-იანს.
ცნობისთვის, IMF-ი 2021 წელს საქართველოში ეკონომიკურ ზრდას 3.5%-მდე ამცირებს, ხოლო 2022 წელს 5.8%-იან ეკონომიკური ზრდას პროგნოზირებს. აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ეკონომიკა 8,3%-ით შემცირდა. აღნიშნულის ფონზე ოპტიმისტურ სცენარს ინარჩუნებს საქართველოს მთავრობა, რომელიც ბიუჯეტის დამტკიცების პერიოდში პროგნოზირებულ 4.3%-იანი ეკონომიკურ ზრდას არ ცვლის.
12 აპრილს საქართველომ $500-მილიონიანი ვალი უნდა დაფაროს