აზიის ეკონომიკური დაღმასვლა წელს იმაზე მასშტაბური იქნება, ვიდრე ამას ამ დრომდე ვარაუდობდნენ. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდში (IMF) განაცხადეს. ფონდის ცნობით, რეგიონში მნიშვნელოვნად შემცირდა განვითარებადი ბაზრების ზრდა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის გამო.
კერძოდ, IMF-ის პროგნოზით, აზიის ეკონომიკა 2020 წელს 2.2%-ით შემცირდება, ეს იმაზე ცუდი პროგნოზია, ვიდრე ამას ფონდი ივნისის თვეში ვარაუდობდა (1.6%).
სავალუტო ფონდის ეკონომიკური მიმოხილვის ანგარიშში წერია, რომ ინდოეთი და ფილიპინები განსაკუთრებით მკვეთრ ვარდნას განიცდიდნენ ეკონომიკური აქტივობის კუთხით მეორე კვარტალში.
უფრო კონკრეტულად, IMF ვარაუდობს, რომ ინდოეთის ეკონომიკა მიმდინარე ფისკალურ წელს, რომელიც 2021 წლის 31 მარტს სრულდება, 10.3%-ით შემცირდება. ივნისში მათი პროგნოზი 4.5% იყო.
ფილიპინების ეკონომიკა 2020 კალენდარული წლის მანძილზე 8.3%-ით შემცირდება, მაშინ როდესაც ივნისში 3.6%-იან კლებას პროგნოზირებდნენ.
მალაიზიის ეკონომიკა კი წელს 6%-ით შემცირდება, მაშინ როდესაც ივნისში სავალუტო ფონდი 3.8%-იან კლებას ელოდა.
თუმცა, აზიის ყველა ქვეყანა არ ელოდება ეკონომიკურ დაღმასვლას. ასეთია მაგალითად ჩინეთი, რომელიც აღდგენის პროცესში მოწინავე ქვეყანაა. ამ ქვეყანაში სავალუტო ფონდი 1.9%-იან ზრდას ვარაუდობს, მაშინ როდესაც ივნისში მოლოდინები გაცილებით ცუდი – 1% იყო.