მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-ის განცხადება - თვალის დახუჭვა თუ დიპლომატიური შეტყობინება?

BM.GE
24.07.23 23:41
141
დაარწმუნა თუ არა მთავრობამ სავალუტო ფონდი ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაში? ეკონომისტების ნაწილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას IMF-ისთვის აღნიშნულის დამტკიცება გაუჭირდება, ფონდის მიერ გავრცელებული განცხადება კი უბრალოდ დიპლომატიურია და არ არის გამორიცხული, პროგრამა შეჩერდეს. მათ ნაწილს მიაჩნია, რომ სავალუტო ფონდი მთავრობასა და საკუთარ თავს დროს აძლევს, რათა ერთი მხრივ, მარეგულირებლის დამოუკიდებლობაში, მეორე მხრივ კი ეროვნული ბანკის შესახებ კანონის მიღების საჭიროებაში დარწმუნდეს. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე კი აღნიშნავს, რომ IMF-მა პროგრამა უნდა შეაჩეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სებ-ში მოსალოდნელი კრიზისი, მისი პასუხისმგებლობა იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები