მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-მა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

625ebec8706d7
გიორგი თოლორდავა
19.04.22 18:16
1065
რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისა და გლობალური რისკების ზრდის ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) 2022 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.4%-დან 3.6%-მდე შეამცირა.

ორგანიზაციის შეფასებით, ომის გაგრძელება მსოფლიოს ერთმანეთთან დაპირისპირებულ ბლოკებად დაყოფის რისკებს ზრდის, რაც, შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს საერთაშორისო ეკონომიკასა და გლობალიზაციაზე.

ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების განმაპირობებელი მიზეზები მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გაღრმავება, ენერგორესურსების, სურსათისა და საკვები პროდუქტების გაძვირება და მსოფლიოს მასშტაბით ინფლაციის დონის ზრდაა.

„გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მნიშვნელოვნადაა გაუარესებული, რაც უმეტესწილად რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება. ომს ფართომასშტაბიანი შედეგები მოჰყვება, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ფასებზე ზეწოლის ზრდას გამოიწვევს“, - განაცხადა IMF-ს მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში პიერ-ოლივერ გურინშასმა.

გლობალური ეკონომიკური ზრდის მოლოდინი 4.1%-დან 3.2%-მდე შეამცირა მსოფლიო ბანკმაც, რომელიც პროგნოზის გაუარესებას ასევე რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირებს.

IMF-ის შეფასებით, საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის ფედერაციაზე უმძიმესი გავლენა ექნება და 2022 წლის ბოლოს რუსეთის ეკონომიკა, სავარაუდოდ, 8.5%-ით შემცირდება. ორგანიზაცია ომით დაზარალებული უკრაინის ეკონომიკის 35%-ით შემცირებას ვარაუდობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები