მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-მა უკრაინის მხარდასაჭერად პარტნიორებისთვის სპეცანგარიში შექმნა - უკრაინის პრემიერი

6267efb809d42
ვიქტორია მღებრიშვილი
26.04.22 17:39
758
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სპეციალური ადმინისტრაციული ანგარიში შექმნა, რომლის გავლით უკრაინის მოქალაქეების წინაშე სოციალური და ჰუმანიტარული საჭიროებების შესასრულებლად უკრაინის ბიუჯეტი ყოველთვიურად 5 მლრდ დოლარს მიიღებს.

ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა. ინფორმაციას Unian-ი ავრცელებს.

„ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან სამუშაო რეჟიმში კომუნიკაცია გვაქვს. შევთანხმდით და სსფ-მა სპეციალური ანგარიში შექმნა, რომლის გავლით ჩვენი პარტნიორები მხარდაჭერას აღმოგვიჩენენ. ჩვენ ვახმოვანებთ რიცხვს, რომელიც სსფ-ის და მსოფლიო ბანკის მიერ არის დამტკიცებული - ეს ყოველთვიურად 5 მლრდ დოლარია. ეს ის რესურსია, რომელსაც უკრაინის ბიუჯეტს ომით დაზარალებული მოქალაქეების მიმართ სოციალური და ჰუმანიტარული ვალდებულებების შესასრულებლად სჭირდება“, - განაცხადა შმიჰალმა.

მან აღნიშნა, რომ IMF-ის მმართველ დირექტორ კრისტალინა გეორგიევას უკრაინაში ნათესავები ჰყავს და ამიტომ ესმის უკრაინაში არსებული მდგომარეობა.

„კრისტალინა გეორგიევას აქ ოჯახი ჰყავს და მათგან უშუალოდ ფლობს ინფორმაციას უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ თუ რა სისასტიკეს და არაადამიანურობას იჩენენ რუსი დამპყრობლები უკრაინის ტერიტორიაზე. ამიტომ ის ემოციურადაც ჩართულია უკრაინის დახმარების მხარდაჭერაში“, - განაცხადა შმიჰალმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები