მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც კოსმოსური ხომალდი მთვარის სამხრეთ პოლუსის სიახლოვეს დასვა

მთვარე ინდოეთი

23 აგვისტოს, ინდოეთის დროით 18:04 საათზე კოსმოსური აპარატი “ჩანდრაიან-3” წარმატებით დაეშვა მთვარის ზედაპირზე, რითაც ინდოეთი აშშ-ს, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის შემდეგ, მეოთხე ქვეყანა გახდა, რომელმაც მთვარეზე წარმატებული დაჯდომა განახორციელა და პირველი, რომელიც ბუნებრივი თანამგზავრის სამხრეთ პოლუსს მიუახლოვდა.

მანამდე, ინდოეთის რიგით მეორე მცდელობა, წარმატებით დაშვებულიყო მთვარის ზედაპირზე, ჯერ კიდევ 2019 წელს წარუმატებლად დასრულდა და კოსმოსური ხომალდი განადგურდა. 

აღსანიშნავია, რომ ინდოეთის მთვარის მისიას წინ უძღოდა რუსული კოსმოსური ხომალდის, ლუნა-25-ის მთვარეზე შეჯახება, რაც იმასაც ადასტურებს, რომ სამხრეთ პოლუსზე მთვარეს უსწორმასწორო, კრატერებით სავსე ზედაპირი აქვს, ეს კი კოსმოსურ ექსპედიციებს ართულებს.

“ჩანდრაიან-3”-ის უმთავრესი მიზანი მთვარის სამხრეთ პოლუსზე წყლის გაყინულ მდგომარეობაში პოვნაა. მეცნიერების მოსაზრებით, ეს აღმოჩენა სამომავლოდ მთვარეზე ადამიანებისთვის შესაფერისი ეკოსისტემის მოწყობის გარანტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები