მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთის მთავრობა შაქრის ექსპორტს ამცირებს - მიზანი ბირჟაზე ფასების გაზრდაა

6368b59c4d1b6
გიორგი თოლორდავა
07.11.22 11:48
453
ინდოეთის მთავრობამ საექსპორტო კვოტების შემცირებისა და გლობალური ბაზრისთვის შაქრის მიწოდების შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო.

Bloomberg-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ნოემბრიდან 2023 წლის ივნისამდე შაქრის ექსპორტიორებს საერთაშორისო ბაზარზე საქონლის გატანის კვოტა 6 მილიონ ტონამდე შეუმცირდათ, მაშინ როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 11.2 მილიონ ტონას აღწევდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით ინდოეთის მთავრობა გეგმავს, საერთაშორისო ბირჟაზე შაქრის ფასი გაზარდოს და შემდეგ უკვე ამ მოცემულობით ისარგებლოს.

ინდოეთის მთავრობის გეგმას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ შაქრის უმსხვილესი მწარმოებლის - ბრაზილიის საექსპორტო შესაძლებლობები მნიშვნელოვნადაა შემცირებული, რაც ქვეყნის მასშტაბით ამინდის გაუარესებასთან და საწარმოების შეფერხებასთანაა დაკავშირებული.

ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში საერთაშორისო ბირჟაზე შაქრის ფასი 1.3%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები