ინდონეზიის ყოველდღიური შემთხვევები ინდოეთის მასშტაბებსაც გასხდა და ინფიცირებულების მაჩვენებლებით ქვეყანა კოვიდის ეპიცენტრი გახდა. ინდონეზიაში დელტა ვარიანტი დომინირებს და ყოველდღიურად 40 000-ზე მეტ ადამიანს უდასტურდება ვირუსი. რეკორდული მაჩვენებელი ინდონეზიაში ოთხშაბათ დღეს გამოვლინდა როცა ინფიცირებამ დღეში 60 000-ს მიაღწია. ოფიციალური პირების თქმით, დელტა შტამის გავრცელების გამო ექიმებს არ ჰყოფნით ჟანგბადის აპარატები და მედიკამენტები.