დღეიდან ჯაკარტა ინდონეზიის დედაქალაქი აღარ არის; ქვეყანამ ახალი დედაქალაქი დაასახელა - ნუსანტარა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ახალი დედაქალაქის სახელი ინდონეზიურ ენაზე ითარგმნება, როგორც „არქიპელაგი“.
"დედაქალაქის გადატანა ეფუძნება რამდენიმე მოსაზრებას: რეგიონულ უპირატესობას და კეთილდღეობას - არქიპელაგის შუაგულში ახალი ეკონომიკური სიმძიმის ცენტრის დაბადების ხედვით", - განაცხადა ქვეყნის ეროვნული განვითარების დაგეგმვის მინისტრმა სუჰარსო მონოარფამ.
ცნობისთვის: ჯაკარტა ზღვის მახლობლად ჭაობიან ადგილას მდებარეობს, რაც მას წყალდიდობისკენ განსაკუთრებით მიდრეკილს ხდის. სწორედ ამიტომ 2019 წლიდან ინდონეზიის პრეზიდენტი ქვეყნის დედაქალაქის შეცვლის ინიციატივით გამოდიოდა.