ინდონეზიაში COVID-ინფიცირების რიცხვმა ინდოეთის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობას გადააჭარბა.
როგორც bloomberg-ი წერს, ინდონეზია „დელტა“ შტამის ახალი ეპიცენტრია. ქვეყანაში ბოლო ორი დღის განმავლობაში ინფიცირების 40.000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, სამშაბათს ეს რიცხვი 47.899 იყო და ეს მაშინ, როცა გასული თვის ინფიცირების მაქსიმალური მაჩვენებელი 10.000 შემთხვევაზე ნაკლები იყო.
ინდონეზიის ხელისუფლების წარმომადგენლები შეშფოთებულები არიან იმით, რომ უფრო გადამდები „დელტა“ ვარიანტი ახლა ქვეყნის მთავარი კუნძულის - ჯავის გარეთ ვრცელდება, რასთან გასამკლავებლადაც, შესაძლოა, მედიკოსების, ჟანგბადის და მედიკამენტების არსებული რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდეს.
ცნობისთვის: ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ინდონეზიაში COVID 19-ს ყოველდღიურად, საშუალოდ, 907 ადამიანის სიცოცხლე ეწირება.