მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Indorama-სთან “რუსთავის აზოტის“ შეძენაზე მოლაპარაკებები 5 წელზე მეტი მიმდინარეობდა - ხიდურელი

63c93352890b9
თელარა გელანტია
19.01.23 23:45
864
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, Indorama-სთან “რუსთავის აზოტის“ შეძენაზე მოლაპარაკებები 5 წელზე მეტი ხანი მიმდინარეობდა და პროცესში საქართველოს მთავრობა, მათ შორის სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ გუნდი აქტიურად იყო ჩართული. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში განაცხადა.

- ხუთი წელი ბევრია თუ ცოტა ერთი ინვესტორის მოსაზიდად?

- ჩვენ თუ შევხედავთ საკითხს ისე, რომ ხუთ წელიწადში ერთხელ ქვეყანაში სტაბილურად შემოდიოდეს ასეთი ინვესტიცია, ხუთი წელი არის კარგი დრო, მაგრამ ეს ძალიან რთულია. ზოგადად, იშვიათია სამ წელზე ნაკლებ დროში მოხერხება... სამ წელზე მეტი ხანი მოლაპარაკების შემდეგ ველოდებით უკვე ინვესტიციას.

- რა იყოს ის ძირითადი კითხვები, რაც მოლაპარაკების პროცესში Indorama-ს სახელმწიფოსთან ჰქონდა?

- ეს არის ის მარტივი კითხვები, რაც ისმება - განჭვრეტადობა, სტაბილურობა, მუშა ხელი, მაგრამ ამ შემთხვევაში კადრებზე კითხვები ნაკლებად იყო, რადგან ინვესტორი აქტიური კომპანიის შეძენას აპირებდა... ყველაზე მთავარი რა არის - ინვესტორს ჰქონდეს სწორი მოლოდინები და იყოს განჭრვეტადი გარემო - რა მიმართულება აქვს აღებული ქვეყანას, როგორ ექცევა ის ინვესტორებს დ ა.შ. ამ კითხვებზე ჩვენ მარტივი პასუხები გვაქვს - უცხოელი ინვესტორი და საქართველოს მოქალაქე თანაბარი უფლებებით სარგებლობენ, ქვეყანაში ბიზნესის კეთება მარტივია, საგადასახადო წნეხი დაბალია... ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ინვესტორს აინტერესებს, რამდენად მეტ ფულს გააკეთებს საქართველოში. მოგეხსენებათ, Indorama გამოცდილი კომპანიაა და ის სხვა ქვეყნებში ინვესტირებაზეც ფიქრობდა. მას უზბეკეთში უდიდესი საწარმო აქვს, თუმცა საქართველო აარჩია.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები