მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინებე": მომხმარებლები მზა საკვების გამოძახებისგან თავს იკავებენ

5e9c923e63388
ანი ციხისთავი
21.04.20 09:45
1163
“მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ გაყიდვები ბევრი მიმართულებით გაიზარდა, ეს არ ეხება სარესტორნო ბიზნესს”, - ამის შესახებ გადაცემა „ქალების ნარატივში“ კომპანია “ინებეს” დამფუძნებელმა მარიტა გენებაშვილმა ისაუბრა.

“მომხმარებლები ამ ეტაპზე ინგრედიენტებისა და პირველადი მოხმარების პროდუქტების ყიდვაზე არიან ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროდუქტი ჯანსაღია და თან ყველაფერს ვაკეთებთ იმის დასამტკიცებლად, რომ ნორმებს ვიცავთ, ადამიანები მაინც თავს იკავებენ მზა პროდუქტის გამოძახებისგან”, - ამბობს გენებაშვილი.

მისი თქმით, მარტი “ინებეს” გაყიდვებისთვის, როგორც წესი, საუკეთესო პერიოდი არის ხოლმე, თუმცა წელს არ ყოფილა ისეთი ზრდა, როგორსაც კომპანიაში ელოდნენ. მარიტა გენებაშვილი ამის მიზეზად პანდემიას ასახელებს.

ამასთან, “ინებეს” დამფუძნებელმა „ქალების ნარატივში“ განაცხადა, რომ “ინებემ” თანამშრომლების ტრანსპორტირების პრობლემის გამო მუშაობა შეწყვიტა.

“ჩვენი ზოგიერთი თანამშრომელი რუსთავიდან, შინდისიდან და სხვა შორი ლოკაციებიდან დადიოდა, აქედან გამომდინარე, კომპანიისთვის, სამწუხაროდ, შეუძლებელი იყო მათი ტრანსპორტირების უზრუნველყოფა”, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, მარიტა გენებაშვილი ამბობს, რომ კომპანიამ ახალი ინვესტორები მოიზიდა და მუშაობის განახლების შემდეგ დამატებით კაპიტალს სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში გამოიყენებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები