საქსტატმა დღეს თებერვლის თვის ინფლაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონემ 8.1% შეადგინა, რაც იანვარში არსებულ ინფლაციასთან შედარებით 1.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. 2021 წლის ივნისის შემდეგ ქვეყანაში ინფლაციის ასეთი დაბალი მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მთავარი გავლენა მაინც სურსათის ფასების მატებამ იქონია, რაც წლიურ ჭრილში 14%-ით არის გაძვირებული. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (25.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (21.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (17.2 პროცენტი). ფასების მატება ასევე დაფიქსირდა საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში, რამაც 12.4% შეადგინა. ფასები შემცირებულია ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში 7.6 პროცენტით.
სტუმარი: დავით კეშელავა - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი;