მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაცია შვიდწლიან მინიმუმზეა - რა გაძვირდა/გაიაფდა წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად?

64a522a99969a
შოთა ტყეშელაშვილი
05.07.23 12:01
896
ივნისში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 0.6% შეადგინა - საქსტატის თანახმად, ქვეყანაში ინფლაციის ასეთი დაბალი დონე 2016 წლის ნოემბრის შემდგომ არ ყოფილა. სურსათის ფასების სამომხმარებლო ჯგუფში ცვლილება წლიურ ჭრილში 0%-ს შეადგენს, ხოლო ტრანსპორტსა და ჯანდაცვაში ფასების კლება ფიქსირდება. 

საქსტატი ქვეყანაში ფასების წლიური დონის ცვლილებას 305 დასახელების პროდუქტისა და სერვისის ფასების გამოკვლევით ადგენს. ამ ჩამონათვალში წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად სანოტარო მომსახურების გადასახდელი გაძვირდა, რაც 96%-ით არის მომატებული. მეორე ადგილზეა კიტრი 50%-იანი მატებით, მესამეზე კი საპონი 43%-ით. 

საქსტატის თანახმად, გაიაფდა ტელევიზორების ღირებულება, რომლის ფასიც წლიურად დაახლოებით 29%-ით არის შემცირებული. ბენზინი და დიზელი, რომლის ფასიც 30%-ით არის შემცირებული, ასევე მზესუმზირის ზეთი, კარტოფილი და სხვა დასახელების პროდუქცია. 

ყველაზე მეტად გაძვირებული საქონელი და მომსახურება:

სანოტარო გადასახდელი - 96% ფასების მატება;
კიტრი - 50% ფასების მატება;
საპონი - 43% ფასების მატება;
მეტროპოლიტენით მგზავრობა - 31% ფასების მატება;
დასწრება სპექტაკლზე - 31% ფასების მატება;
საბანკო მომსახურების ღირებულება - 28% ფასების მატება;
ტომატ-პასტა - 28% ფასების მატება;
ხახვი - 28% ფასების მატება;
ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება - 26% ფასების მატება;
სიმინდის ფქვილი - 26% ფასების მატება;

ყველაზე მეტად გაიაფებული საქონელი და მომსახურება:

ტელევიზორი - -29% ფასების კლება;
თვითმფრინავით მგზავრობა - -30% ფასების კლება;
ბენზინი - -30% ფასების კლება;
დიზელის საწვავი - -32% ფასების კლება;
ჭარხალი - -33% ფასების კლება;
კარტოფილი - -35% ფასების კლება;
წიწიბურა - -38% ფასების კლება;
მზესუმზირის ზეთი - -40% ფასების კლება;
ქლიავი - -40% ფასების კლება;
ანტიბიოტიკები - -42% ფასების კლება;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები