მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინფლაციური ტენდენციები გასაკონტროლებელია“ – „თეთრი კვადრატი"

60c4bb1ad18e8
ვიქტორია მღებრიშვილი
13.06.21 15:00
1226
დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორებმა გადაცემა Forbes Talks-ში სამშენებლო სექტორში დღეს არსებულ ტენდენციებზე, კომპანიის პროექტებზე და სამომავლო პროგნოზებზე ისაუბრეს.

ირაკლი ბურდილაძეს და შოთა ბერეკაშვილს სამომავლოდ მთავარ გამოწვევად ლარის კურსის სტაბილურობა და პროდუქტზე ფასების შენარჩუნება ესახებათ. „ინფლაციური ტენდენციები გასაკონტროლებელია“ - აცხადენს ირაკლი ბურდილაძე.

„ყოველ რეცესიას აუცილებლად მოსდევს აღმასვლა, თუმცა ინფლაციური ტენდენციები გასაკონტროლებელია, რომ ბაზარზე ფასების ზრდა არ მოხდეს. ვფიქრობ, რომ 2021 წელი საკმაოდ საინტერესო წელი იქნება. წლის ბოლოს ალბათ ტურიზმიც გარკვეული დონით დაგვიბრუნდება და 2022 წლიდან მის სრულ აღდგენას უნდა ველოდოთ. ამასთან, ფულად გზავნილებშიც სასწაული ზრდა არის. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მომხმარებლის განწყობაც დაბრუნებულია“, - ამბობს „თეთრი კვადრატის“ მმართველი პარტნიორი.

რაც შეეხება შოთა ბერეკაშვილს, ის მომავალს სიფრთხილით, თუმცა მაინც ოპტიმიზმით უყურებს და ამბობს, რო სამშენებლო სექტორისთვის ახლა ზურგის ქარი ქრის.

„2020 წელი ეკონომიკის განვითარების კუთხით დეპრესიული წელი იყო. ფრთხილი ოპტიმიზმი მაქვს, რომ ეკონომიკის ზრდა მიმდინარე წელს იმაზე მეტი იქნება, ვიდრე მსოფლიო ბანკის, ან საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებშია. აქ სიფრთხილე ინფლაციის თვალსაზრისით გვმართებს, რადგან ინფლაცია გლობალური პრობლემა ხდება. მშენებლობის ნაწილში სამშენებლო მასალებზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, მათ შორის ადგილობრივ წარმოებებზე. ბეტონის წარმოებებზე იმდენად არა, რამდენადაც არმატურის ფასებზე, სადაც 6 თვის ჭრილში ფასები 60%-ით გაიზარდა.

მე მომავალს ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებ და ამის საფუძველს ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება მაძლევს. ამასთან, ვიმედოვნებ, ზაფხულში ქვეყანა უფრო გაიხსნება, რაც უფრო მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობებს შექმნის და ეს ყველაფერი ეკონომიკის ზრდის კუთხით მნიშვნელოვან ეფექტს მოგვცემს. ჩვენი ბიზნესისთვის ახლა კარგი ზურგის ქარი ქრის“, - განაცხადა ინტერვიუს დროს ბერეკაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები