მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინგლისის ბანკი აცხადებს, რომ ბრიტანეთის ეკონომიკა წელს 14%-ით შემცირდება

5eb3d5da437e8
ნათია თაქთაქიშვილი
07.05.20 22:40
1238
გაერთიანებული სამეფოს ცენტრალური ბანკი (Bank of England) აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიას დიდ ბრიტანეთზე ნეგატიური გავლენა ექნება და ეკონომიკა მძიმე რეცესიაში ჩავარდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გაერთიანებული სამეფოს ცენტრალური ბანკი პროგნოზირებს, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა 14%-ით შემცირდება 2020 წელს, ხოლო უმუშევრობის დონე 8%-მდე გაიზრდება.

ინგლისის ბანკის განცხადებით, ეკონომიკა ზრდას 2021 წლიდან დაიწყებს და ქვეყნის მშპ 15%-ით მოიმატებს.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოს ცენტრალური ბანკი ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირების მიზნით 200 მილიარდ ფუნტ სტერლინგს (248 მილიარდი აშშ დოალრი) გამოყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები